შიგთავსზე გადასვლა
სექტემბერი 24, 2017 / შემოდგომისფერი

დამალობანა

tumblr_n9pentH0RJ1s49dupo1_500

….
ესა-მესა
გადის-ესა,

და ისე გავითვალე რომ მხოლოდ მე დავრჩი თამაშში,
ვიხილები და მოვდივარ,ვყვირი ბოლო ხმაზე
და საკუთარი თავის ძებნას ვიწყებ,
სად გავქრი მეც არვიცი,
შემოდგომაშიც ვეღარ ვპოულობ საკუთარ თავს,
გზაში ფოთლებს ფეხით ვურევ,
იქნებ სადმე ჩავიკარგე,
სადმე ნეკერჩხლის ფოთლებში,მაგრამ არა,
არც იქ არ ვარ,
მუხლებს ვილეწავ ხოლმე,
ისე
ისე
იიისე ჟინით მივრბივარ,
ქუჩის კუთხიდან თითქოს საკუთარი კისკისი მესმის
გავრბივარ…
 
აიიიი ხომ დაგიჭირე,ხომმ დაგიჭირე,
სტუკ!
მივრბივარ მაგრამ აღარავინ მხვდება,ლანდები ქრება და მე ისევ წაგებული ვარ
საკუთარი თავი ვერ ვიპოვე…
 
პ.ს გამარჯვებულო გამოდი ერთი ქულა გაქვს
მარტი 26, 2017 / შემოდგომისფერი

საკურა

2014041422275421579

 

ეშმაკებს უყვართ,
ჯოჯოხეთურად…
თუმც იმდენად ამაყები არიან,რომ ცალმხრივად არასდროს,

შენ,
როცა ჩემს მხარზე თავი გიდევს ალქაჯებს კლავ ჩემში,
მე კი რამოდენიმე წამით ის ეშმაკი ვარ,ვის მხარზეც ანგელოზები ისვენებენ.

მე შემიძლია წელიწადის 365-ივე დღეს ყველა ალქაჯი გავაჩუმო ჩემში…
სანამ ჩემს მხარზე თავი გიდევს
მე ყველაფერი შემიძლია.
მე სიყვარული შემიძლია,
სანამ შენს თითებს ჩემს სახეზე ვგრძნობ ჰადესის ურჩხულები სერენადებს უმღერიან განთიადს.
სანამ შენი თითები, ქარისგან აწეწილ თმას, ყურს უკან მიწევენ,მჯერა რომ ბედნიერება აქაა ის შენს თვალებშია მოქცეული.
მჯერა რომ ადამიანები გზებს ტკეპნიან,
მჯერა რომ არსებობენ წრეები, გზები და გადაკვეთები,
და როდესაც შენს წრესთან ჩავიარე ფეხის ნაბიჯების ხმამ მოგხედა,
მას მერე აქ, ასე სევდით, ღიმილით, სიგიჟით მოლოდინით ,სითბოთი შევყურებთ ერთმანეთს და ველოდებით როდის გახაფხულდება …
გაზაფხულდება,
საკურა მალე იყვავილებს,და შენს კუთვნილ სიმშვიდეს გრამებით ჩაგითვლი,თვალებიდან ღიმილებს ამოვიღებ და შენს სახეს მოვარგებ.
მერე წავალთ შენ ჩემი ხელს მაგრად ჩამჭიდებ და არასდროს მომცემ უფლებას წავიდე,
არასდროს მომცემ უფლებას წავიდე და სიმშვიდეც თან გავიყოლო,
არასდროს მომცემ უფლებას აღარ მახსოვდე და აღარასდროს შეგეშინდება რომ მე დავიღლები,
რადგან მუხლების დალეწამდე ვირბენ, რომ შენგან გაქცეულ სიმშვიდეს დავეწიო და კვლავაც შენთან დავაბრუნო,
მერე კი შენვე შემოგეფარები მხრებს ქვემოთ,ხელებს წელზე შემოგხვევ და გეტყვი-
საკურა აყვავდა

სექტემბერი 6, 2016 / შემოდგომისფერი

ბუმერანგები

14183838_1362024620492474_4853397252333104984_n,,დღეეებს აღარ მოვყავარ მე შენამდე,
არა, არც შენ სიტყვებს, არც შენს სუნს, არც შენს მაისურს, რომელიც ახლა მაცვია და რომელსაც ისევ შენი სუნი აქვს, მაგრამ სხეულზე მეტად სულზე მეკრობა და განცდა იმის რომ კვლავაც ახლოს ხარ ჭკუიდან მშლის…. ბუმერანგებივით ვართ ერთმანეთისთვის,რაც უფრო შორს გიშვებ უფრო ახლოს მოდიხარ,რაც უფრო გშორდები უფრო გიახლოვდები.
რამდენჯერ დავიწყოთ ნულიდან?! ვერ გავცდით ერთს…….
გთხოვ ისწავლე მათემატიკა…
და მერე ერთად დავითვალოთ”

ივნისი 19, 2014 / შემოდგომისფერი

ჩემს თვალებში შიშსა და შენს თვალებში უძლურებას აღარასდროს დაინახავს ეს პლანეტა

Image

ჩვენს პლანეტაზე არ არსებობენ ერთჯერადი ემოციები.
არც საღამოებს აყოლილი ერთჯერადი ილუზიები.
არ არსებობენ დღეები რომლებიც  მიდიან და ადამიანები,რომლებიც გვტოვებენ.
აქ ღმერთები ჩვენს ოთახებში ცხოვრობენ და ჩვენთან ერთად სვავენ დილის მაგარ ყავას.
ჩვენს პლანეტაზე ჩემს მაჯებს კმარა სიგრძე,რომელიც შენს დაძარღვულ  მკლავებს წვდება მაგრად სჭიდებს და არასოდეს გაგიშვებს.
ჩვენს პლანეტაზე ყოველთვის გვკმარა ფული ლუდისთვის,ენერგია ერთმანეთის ღიმილისთვის და სიგიჟე მდინარის პირას ღამის გათენებისთვის.
ჩვენს პლანეტაზე ეგოისტები ვართ,ერთმანეთის ბედნიერება ისევ საკუთარი თავისთვის გვჭირდება.
აქ ჩვენ ვტირით და ფეხებზე გვკიდია სიტყვა-გაწონასწორებული.
აქ ერთმანეთს  სუნთქვას ვასწავლით,უკიდურესი უსაქმურობის დროს კი გამვლელი გოგონების მკერდს ვაფასებთ.
ჩვენს პლანეტაზე გინდა მასწავლო როგორ არ უნდა ვატკინო საკუთარ თავს,როგორ ამოვიყვანო  ახალი მთვარე და შევეშვა ძველს.
აქ ჩვენ სისულელეზე ერთმანეთს დიდი განაწყენებული თვალებით ვებუტებით თუმც მაინც ვამბობთ რომ ჩვენ მაინც ერთ პალატაში დავიბადეთ,და მერე რა რომ სისხლის დეენემი არ ემთხვევა.
დღეს ჩვენს პლანეტაზე მეორედ გიპოვე და ერთად გავცოცხლდით,ღმერთებთან ერთად ბევრი ლუდი და სიგიჟის ზღვარს აცდენილი ემოციები დავლიეთ.
თამბაქოსგან საღამოს ღმერთსაც კი თითები გაუყვითლდა  და ხველებას უმატა.
გაგეცინება და წვიმის და იუმორის ღმერთმაც  ჩვენთვის იხუმრეს (საერთოდ ამ ბოლო პერიოდში უმატეს იუმორს)
P.s ახლა ღამის ორი სათია და ჩვენს პლანეტაზე მარტო მე მღვიძავს,შენი წერილი სკოლაში დაზეეპირებული დავალებასავით დავისწავლე,ყოველი კითხვისას ვცდილობ შიში გავიქარვო და გამეღიმოს.,ჩემს თვალებში შიშს და შენს თვალებში უძლურებას აღარასდროს დაინახავს ეს პლანეტა!!!
მშვიდი ღამეა მე კი მოლოდინის რეჟიიში ველი დილას და დაპირებულ სიტყვებს.
_____________________________
ესააა პოსტი სადაც ყველაზე მეტი სითბო მინდოდა ყოფილიყო,ყველაზე მეტი მადლობა და ყველაზე მეტი ემოცია.
თუმც იმის მეასედიც კი ვერ გადმოვეცი,მთავარია ადრესატამდე მივა ასჯერ მეტი ემოცია,თქვენ კი მაპატიეთ.

იანვარი 20, 2014 / შემოდგომისფერი

უნიღბო პოლი ანუ როგორ გამაცურა მეზობელმა გურგენამ

Give a man mask

უცნაური დღეა,აი ისეთი საგიჟეთს რომ უნდა ესტუმრო.
სადაა პოლი? დიდი ალბათობით საგიჟეთის რომელიმე ოთახში გიტარას უკრავს.
ისევ აფეთქებული ალუბლების სუნია ჰაერში.
არა,უნდა მივიდე და სიგიჟეში ავყვე პოლს,უნდა მივიდე და ჩვენ ბავშვობაზე ბევრი ველაპარაკო.
როგორ ვჩუქნიდი საჭირო წიგნებს,და როგორ მადლიერების გრნობის გარეშე კითხულობდა და იყენებდა თვითვეულ მათგანს.
უნდა მივიდე და ჩემივე ნაჩუქარი ცინიზმით დავტკბე.
ყველა მოგონება აწმყოს მოზაიკად უნდა გავუცოცხლო,მერე დავჯდე და ყველა წარსულის რითმა თავს მოვახვიო,
ბავშვობის ფოტოები გადავუშალო და პატარა პოლის გულუბრყვილობის გახსენებით დავტკბე.
ამ ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა,პოლი იყო…
ელეგანტური ხმაში შეპარული სიგიჟით.
ახლა ის დროა როცა საგიჟთში გელიან-მითხრა და ყველაფრის უთქმელად დაკიდა ყურმილი.
არ დავვბნეულვარ,მოძველებულ ფანდებს მივუხვდი,უკვე გაცვეთილს ათასჯერ გამოყენებულს მაგრამ მაინც პოლის ფანდებს.
მოულოდნელად ბავშვობა გამიცოცხლდა თვალწინ,ჩემი შექმნილი პოლის ხასიათი და მისი ქედმაღლური გამოხედვა.
ჩემი გულუბრყვილო ფიქრები და მისი უმადური მზერა,ისეთივე უმადური როგორც ნებისმიერი წიგნის ჩუქების დროს,როცა არასდროს იმჩნევდა საჩუქრის ფასს,და ვალდებულადაც კი მთვლიდა ვყოფილიყავი გაზაფხულის თოვლის ბაბუა.
მაგამ ის ხომ პოლია… და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ამ ფიქრებში ვიყავი როცა გულმა აღარ მომიტმინა ჩავჯექი ტაქსში და საგიჟეთის მისამართი ვუთხარი მძღოლს,(რომელსაც სხვათაშორის სამი დიპლომი ედო გვერდით,ვისმინე არცთუ საინტერესო ისტორიები და როგორც იქნა მიმიყვანა დანიშნულების ადგილას)
ექთანს არაფერი ვუთხარი და პოლისთვის სიურპრიზის გაკეთება ვისურვე,
სწრაფად გავირბინე დერეფანი და მისი კარები შევხსენი.
უცებ ჩემი მეზობელი გურგენა დავინახე რომელსაც ხელში პოლის ნიღაბი ეჭირა,დავიბენი აღაარ ვიცოდი რა მექნა.
მეზობელმა გურგენამ დაბნეულად შემომხედა და ნიღაბი ხელიდან გაუვარდა,სულ ნაწილებად დაიშალა,გრამებად…
უცებ ყველაფერი აღვიდგინე,გამახსენდა რომ ოდესღაც თავადვე ვაჩუქე მეზობელ გურგენას პოლის ნიღაბი (ეს ამბავი აღარც კი მახსოვდა,ძვირი არ გადამიხდია,სულ ორ ლარად შევიძინე,ალბათ ამიტომ დაიშალა ასე უცებ და ასე გრამებად ამიტომ დაიმსხვრა)
მეზობელმა გურგენამ უხერხულად შემომხედა
ხოო შენი შექმნილი პოლი არ არსებობს,ეს მე ვარ ვინც არასდროს გადაგიხდის მადლობას არც პოლის ნიღბისთვის და არც ნაჩუქარი წიგნებისთვის-მითხრა გურგენამ და გამაღიმა….
უცნაური გრძნობა დამეუფლა და გამოვერკვიე ილუზიიდან.
**********
მორალი: იაფასიან ნიღბებს ნურასდროს იყიდით და ნუ აჩუქებთ თქვენ მეზობელ გურგენას.

ივნისი 28, 2013 / შემოდგომისფერი

ცისარტყელა ჩვენიდან იწყება!

23lm7m0

ხომ იცი დღეებს ხშირად არ მოაქვთ ბედნიერება,
(ვერ მოაქვთ) ვერ ეტევა ბედნიერება ამ პატარა ბოროტების შუკებში,ნამათხოვრალ ემოციებში,კეთილმოწყობილ სასტუმროებში,ნაოცნებარ მანქანებში.
ხოო,ცისარტყელა არ იწყება შენი კორპუსიდან,არც ჩემიდან არც ალენის სახლიდან,
ცისარტყელა იმ მთიდან იწყება ჩვენ რომ ვიდექით და ხმის ჩაწყვეტამდე ვყვიროდით!
ცისარტყელა იმ ქოხიდან იწყება ალენი რომ აშენებს მთის ფერდობზე,იმ მდელოდან მე და შენ რომ გვირილები დავკრიფეთ და თმა მოვირთეთ,
იმ წამიდან იწყება სიცილით სხეული რომ დაგვეღალა,შუა ქუჩაში რომ ვისხედით და ,,დამეწყრილ ზონის” ჩამოსვლას ველოდით : ))
ცისარტყელა იმ ღრუბლებიდან იწყება ჩვენ რომ წვიმას ვთხოვდით! და იმ წვიმიდან ჩვენ რომ გვასველებდა,
იმ მდელოდან მე და შენ რომ გავბავშვდით და უმისამართოდ გავრბოდით,
ცისარტყელა იმ სიმღერიდან იწყება ბოლო ხმაზე რომ ვუსმენდით და ხმა ჩავიხლიჩე იმდენი ვიმღერე,ჩვენი თმებიდან იწყება ქარმა რომ აგვირია,
ჩვენი ბავშვური თამაშიდან იწყება ცისარტყელა
,,პირველი შენ დამარტყი ნიინ,
_არა შენ დამარტყიი…
-ალენ უთხარი ამას რამე”
ცისარტყელა ჩვენი ღიმილიდან იწყება,აღფრთოვანებით დამუნჯებული მიმიკებით იწყება,ალენის იშვიათი მაგრამ საოცარი იუმორიდან იწყება : ))
იმ ფრაზიდან იწყება ჩვენ რომ დაუსრულებლად ვიმეორებდით ,,სად იწყება ცისარტყელა? -აი იქ-არა უფრო იქით-არც მანდ-უფრო იქით-
და მაინც სად იწყება ცისარტყელა?
ცისარტყელა ჩვენიდან იწყება!!!

აპრილი 18, 2013 / შემოდგომისფერი

და თუკი სიგიჟე ღმერთია

1-blue-moon-hazel-billingsley

გარდასულ ეპოქებს ვერ გავცდით მე და შენ,
და თითქოს ჭადრაკის პაიკზე მეტნი ვართ.

არაფერია გამოხედვაში რამე ღვთიური გარდა ერთისა-როცა ზეცისკენ უყურები ცა ვეღარ გიტევს – გადმოიღვრება.
გასაოცარია რომ წვიმას მაინც ბუნების კანონზომიერებად მიიჩნევენ.
****
შევეშვათ ეპოქებს და დავრჩეთ არაფრად, ,,არაფრად” რომელზეც ჩემი თვალები ჰყვებიან.
გავრითმოთ სიგიჟე სილამაზის საზღვრებთან და თავად სიგიჟე ჩავთვალოდ ღმერთად,ღმერთად,რომელსაც აღსარებას არვინ აბარებს
(თუმცა,მოვა დრო იგი თავად ჩაიბარებს ყველას აღსარებას)
და ასე…თუკი სიგიჟე ღმერთია გამოდის თეთრი პერანგი ცმია სამოთხეს.
***
ოდესღაც,(როცა აღიარებენ რომ შენ თვით სტიქია ხარ)
მე აღარ შემეშინდება კატაკლიზმების.
****
დღეს კი ისე დაცხა მზე ალბათ ცდილობს ამოგვხრუკოს ამ ჯოჯოხეთად ნაქცევ მიწაზე,
გთხოვ
შეხედე ცას!

P.s მე კი მთვარეზე ქოხს ავიშენებ

აპრილი 6, 2013 / შემოდგომისფერი

ყველა-ფერი

dream_yourself_away_by_luizalazar-d5rh30k

უკვე რახანია სიტყვებში ტავტოლოგიად მექეცი.
ბგერებად აწყობილი ფიქრები შენი ხმის სინონიმია.
სიზუსტით გათვლილ ჩარჩოებს მიმსხვრევ ასე საქვეყნოდ და საგანგაშოდ,
შემოდგომას დამატებული მელანქოლია სიგიჟედ ამყვა,
მარტმა მომილოგინა ნაწვიმარ ქუჩაზე.
და მაინც გავიზაფხულებ…
სულ ცოტაც და ავაწყობ აფეთქებული ალუბლების მოზაიკას.
შემოდგომისფერი გოგონებიც იცვლიან ზოგჯერ დროებს, (იმედია)
მალე ვიქნები ყველა-ფერი.
და შენთვის ისედაც ასჯერ თქმულს კვლავაც გაგიმეორებ
*************
მითიურ არსებებში გაბნეული ღმერთების ნაწილად შერჩი დედამიწას,
(მერე რაა თუ კი მაიინც არ გწყალობს ლაკშმი)
ჩვენ ხომ ვიცით ყოველ სავსემთვარობას რომ მიაგდებ სიმშვიდეს და იქცევი იმად რაც ხარ.
ვიცი რომ არაა სხვა გზა,ხსნა კი საერთოდ არ არსებობს.
და რომც იყოს, და რომც იარსებოს…. არა შენთვის.
არა აქ,
არა ამ მარტივი ქალაქის ყოველდღიურობაში,
არა სიძულვილით გაჟღენთილ ჰაერში,
არა მოდად ნაქცევ დეპრესიაში,
ხო, ვიცი, რომ არც აქ-ჩემს აბზაცებში ჩატენილ სითბოში არაა ხსნა შენთვის,
მაგრამ მაინც…
უკვე რახანია ყოველ საღამოს ვ(გ)იმეორებ…
***********
მე – თვალებიანი,
(ამ დროისათვის კი არეულთვალებიანი ბავშვი ) ასე შემოგყურებ და გელოდები როდის მომიყვები ზღაპარს კეთილ ელფებზე,რომლებმაც შეცვალეს ფერები

მარტი 8, 2013 / შემოდგომისფერი

1+1=2 ანუ მე თქვენ მიყვარდით….

581282_382000331843717_215431795167239_1023401_1858910253_n

მე და თქენ.
ჩვენ არასდროს.
მე და თქვენ არასდროს გვივლია ერთად.
თქვენ არასდროს გიჩუქიათ ჩემთვის ყვავილი.
არც სიცივისგან გაყინული თითები გაგითბიათ ოდესმე
1+1=2
თქვენ არასდროს მიძღვნიდით ლექსებს,არასდროს შეუწუხებიხართ ჩემს ,,მჭირდები გამომეტყველებას”
არც ,,მიყვარხარ” გაგვიცვეთავს ხშირი მოხმარებით.
თქვენ არასდროს მიკრეფდით გვირილებს,არც კი იცოდით რომ ყვითელი ქრიზანთემები მიყვარდა.
არც საახალწლო მეჯლისზე გვიცეკვია ერთად,
საოცნები პრინციც არასდროს ყოფილხართ,ალბათ არც მე ვიყავი პრინცესა.
1+1=2
თქვენ არასდროს ჰგავდით ჩემი საყვარელი წიგნის გმირს.
არასდროს მახარებდა თქვენი ხისტი საუბარი.
ჰაერიც კი არ გვქონია საზიარო.
მე არასდროს მომწონდა თქვენი მომზადებული შავი ჩაი,ჟასმინის არომატით.
თქვენ ყოველთვის ჰგავდით ჩემს შეუმდგარ პოეზიას.
1+1=2
მე არასდროს ვეჭვიანობდი იმ ქალბატონებზე,რომელთაც თქვენ ბალზე იწვევდით.
მათი მდიდრული კაბები ყოველთვის ჩამორჩებოდა ჩემს მდიდრულ წარმოსხვას წვიმაზე.
თქვენ ყოველთვის გაბნევდათ ჩემი უნიღბო სტუმრობა მეჯლისზე.
არასდროს ვოცნებობდით ერთად…
არასდროს ვმდგარვართ ისე ახლოს რომ გვეგრძნო ერთმანეთის ფილტვებიდან ამონადენი თბილი ჰაერი.
მე არასდროს გელოდებოდით თქვენ,არც მაშინ როცა დაბრუნების პირობებს მაძლევდით.
მე არასსდროს ვგავდი იმ თქვენს ქალბატონებს,საღამოობით მეფის კარზე სავახშმოდ მისვლა რომ ახარებთ და ყურადღებას ნაზი სიცილით იქცევენ.
საღამოობით მე ყოველთვის ფანჯრის დარაბიდან ვუმზერდი ჩამავალ მზეს…მთვარეს ველოდი რადგან.
თქვენ არასდროს გინახავთ ღრუბლიან ღამეს როგორ დამთენებია მთვარის ლოდინში.
1+1=2

და არასდროს იცოდით რომ მე მიყვარდით.
მე თქვენ  მიყვარდით
და მაინც..მე თქვენ ძალიან მიყვარდით

თებერვალი 27, 2013 / შემოდგომისფერი

წინა ცხოვრებაში მაინც ხომ ვიყავი ის,ვინც უნდა ვყოფილიყავი

f623715b0399

,,სულით მხოლოდ ღმერთს უყვარს,დედამიწაზე კი ღმერთები არ არიან// თ. კ )

რას აკეთებ?
ნუ ნუ ნუ….
არასდროს არ გახდე ისეთი როგორიც სხვას უნდა.
იყავი უკანასკნელი სულელი, როგორც გსურს.
გახსოვდეს რომ არ ღირს დაღლა..
არასდროს არ მოელოდო არავისგან არაფერს,დადექი სამყაროს ცენტრში დაა გაანალიზე რომ წასვლის მიმართულებას შენ ირჩევ.
არასდროს იფიქრო სხვის განცდებზე,გეყო ფიქრი იმაზე თუ როგორ არ უნდა იყო ეგოისტი.
ნუ გგონია რომ კეთილი ელფები არსებობენ რომელიც შენზე იზრუნებენ.
არსებობს მხოლოდ ორი რამ,მომენტი და ემოცია სხვა ყველაფერი ილუზიაა.

არსებობს მხოლოდ ,,ახლა ასეა საჭირო”,დამიჯერე რომ არ არსებობს ,,შენთვის ასე აჯობებს”
ნუ გავიწყდება რომ ვაგონში მარტო ახვედი,გამცილებელი კი უბილეთობას არ გაპატიებს.
გახსოვდეს აქ სხვისი კომფორტი ყოველთვის მეტია შენს დისკომფორტზე (შენს გამო არავინ დაიღლის მუხლებს)
აქ სხვისი ,,მე ასე მსურს” ყოვეელთვის აჯობებს შენს ,,შენთვის ასე აჯობებს”-ს.
ტყუილია როცა გეუბნებიან ,,დამიჯერე” -ერთადერთი, ვისიც უნდა გჯეროდეს საკუთრი თავია.სიტყვები თამაშია მხოლოდ სადაც ასოების გადანაცვლებაც კი შინაარს ცვლის.
ნუ ნუ იცლები ემოციებად,ნუ ემსგავსები შექსპირის მიჯნურებს,შექსპირი ისე ,,გაბოლებს” ვერც კი ხვდები,იგი არასდროს ყოფილა ვერონაში,რომელზეც ასე თავდავიწყებით ყვება,არც შტეფან ცვაიგის უცნობ ქალს არ ჰყოლია გაფეტიშებული ის კაცი და არც ,,ოცნებები არ გაუცვეთავს მასზე ოცნებით”
ნუ გგონია რომ ადამიანები სიღრმეებს ეძებენ და პოულობენ.გეფიცები, რომ აქ ჯოისის ულისე პრესტიჟია მხოლოდ.
დაიჭირე რა მომენტი! დაიჭირე და გახსოოვდეს მთავარია მომენტი და ემოცია.
თუმცა იმასაც ნუ დივიწყებ რომ დრო გადის,თვთვეულ დღეს, თვითვეულ საათს კი თავისი ემოცია აქვს.
ნუუ ნინ ნუ მოძრაობ გუშინდელი ღიმილით გუშინდელი სითბოთი,გუშინდელი ტკივილით, გუშინდელი იმედით…
დღეს კალენდარზე სხვა რიცხვვია.
შენი ნაგროვები განცდები კი შენვე შეგშლიან,არავის სხვას.
ნეგატივს არავინ წაიღებს შენგან,მხოლოდ პოზიტიური ემოციები შეიძლება გამოგტყუონ.
ნუ  ნუ ნუ…ნუ განიცდი,რომ აქ და ამ დროში ცხოვრობ,
გახსოვდეს-წინა ცხოვრებაში მაინც იყავი იქ,სადაც უნდა ყოფილიყავი და ის,ვინც უნდა ყოფილიყავი.

(ასე და ამგვარად დამარიგა დღეს ჩემმა მეორე მემ, ^_^ ჭკვიანი გოგოა ჩემი ,,მარცხენა ნინი”
დიდად ,,საპოსტე” მონოლოგი არაა მაგრამ თუ მაინც წაიკითხეთ შესაძლოა 2 წუთი ტყუილად დაკარგეთ,
შეიძლება არც… ვინ იცის.
საუკეთესო სურვილებით თქვენი შემოდგომისფერი)