შიგთავსზე გადასვლა
მარტი 26, 2017 / შემოდგომისფერი

საკურა

2014041422275421579

 

ეშმაკებს უყვართ,
ჯოჯოხეთურად…
თუმც იმდენად ამაყები არიან,რომ ცალმხრივად არასდროს,

შენ,
როცა ჩემს მხარზე თავი გიდევს ალქაჯებს კლავ ჩემში,
მე კი რამოდენიმე წამით ის ეშმაკი ვარ,ვის მხარზეც ანგელოზები ისვენებენ.

მე შემიძლია წელიწადის 365-ივე დღეს ყველა ალქაჯი გავაჩუმო ჩემში…
სანამ ჩემს მხარზე თავი გიდევს
მე ყველაფერი შემიძლია.
მე სიყვარული შემიძლია,
სანამ შენს თითებს ჩემს სახეზე ვგრძნობ ჰადესის ურჩხულები სერენადებს უმღერიან განთიადს.
სანამ შენი თითები, ქარისგან აწეწილ თმას, ყურს უკან მიწევენ,მჯერა რომ ბედნიერება აქაა ის შენს თვალებშია მოქცეული.
მჯერა რომ ადამიანები გზებს ტკეპნიან,
მჯერა რომ არსებობენ წრეები, გზები და გადაკვეთები,
და როდესაც შენს წრესთან ჩავიარე ფეხის ნაბიჯების ხმამ მოგხედა,
მას მერე აქ, ასე სევდით, ღიმილით, სიგიჟით მოლოდინით ,სითბოთი შევყურებთ ერთმანეთს და ველოდებით როდის გახაფხულდება …
გაზაფხულდება,
საკურა მალე იყვავილებს,და შენს კუთვნილ სიმშვიდეს გრამებით ჩაგითვლი,თვალებიდან ღიმილებს ამოვიღებ და შენს სახეს მოვარგებ.
მერე წავალთ შენ ჩემი ხელს მაგრად ჩამჭიდებ და არასდროს მომცემ უფლებას წავიდე,
არასდროს მომცემ უფლებას წავიდე და სიმშვიდეც თან გავიყოლო,
არასდროს მომცემ უფლებას აღარ მახსოვდე და აღარასდროს შეგეშინდება რომ მე დავიღლები,
რადგან მუხლების დალეწამდე ვირბენ, რომ შენგან გაქცეულ სიმშვიდეს დავეწიო და კვლავაც შენთან დავაბრუნო,
მერე კი შენვე შემოგეფარები მხრებს ქვემოთ,ხელებს წელზე შემოგხვევ და გეტყვი-
საკურა აყვავდა

დატოვე კომენტარი