შიგთავსზე გადასვლა
თებერვალი 17, 2012 / შემოდგომისფერი

,,სტუმრად პოლთან საგიჟეთში”

გაიღვიძე პოლ!
გაიღვიძე და მაგრად მომეხვიე…
გაიღვიძე სანამ გათენებულა,სანამ დავინახე ყველაფერი…
სანამ აყროლებული გულის მქონე საზოგადოება ალაპარაკდა.
გაიღვიძე სანამ კარისკაცმა შემამჩნია,რომ  შემოვიპარე…

გთხოვ,თორემ მალე ირიჟრაჟებს.
ვიცი გაწყენინებ თუ გეტყვი,რომ ამტანიანობის ზღვარი ჩემდაუნებურად გადავლახე და შევიშალე…
მტკივა ყველა რეალობის განცდა,ყველა მიხატული ღიმილი,მათხოვრის დანახვისას ცარიელი ჯიბე,გაყინული ბეღურები,კეთილშობილური ნიღბები,ჩვენს ბავშვობაი ჩარჩენილი ფერადი ოცნებები,სიყვარულის პროვოკაციები…და კიდევ ბევრი რამ…
თუმცა ეს მერე…

ახლა კი გაიღვიძე! გაიღვიძე გთხოვ,ახლა ხომ თებერვალია…
ვერ ვიტან,როცა ექიმებს უჯერებ და წამლებს სვამ,რომლებიც გაიძულებენ აღარ გესმოდეს ჩემი.

ღმერთო გთხოვ გამოაფხიზლე…
,,მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათა შინა…”
ვიცი პოლ,ვიცი არ გიყვარს როცა ვლოცულობ (შენზე ვლოცულობ) შენ ხომ უფალზე გაბრაზდი.
მაგრამ გვეყოფა…ჩემი ლოცვა ორივესთვის მოახდენს სასწაულს.

გაიღვიძე რაა!
გაიღვიძე თორემ უკვე ინათა.
აყროლებულმა სულებმა უკვე დაიწყეს სუფთა ნიღბებით მოძრაობა.
მათხოვრებს მოშივდათ,შიმშილის დაუოკებელი შეგრძნება კლავთ.
მოხუცებს გაყინული ფეხები,გაყინული კედლები და სიკვდილის სურვილი აღვიძებთ.
ბეღურებმა ღამის ყინვას ვერ გაუძლეს და გაიყინნენ.
(აყროლებული სულების სუნი სულ უფრო მძაფრდება)

შენს მაგივრად ვიღაც ცხვირმოუხოცავი ბიჭები (აყროლებული  სულით) იჩემებენ გენიოსობას…
გაიღვიძე და ეგ თეთრი პერანგი მე დამიტოვე…
წადი! აქ მე დავრჩები.
მინდა (შენსავით) მოგონილი სიგიჟით გავამართლო რეალობა…
გაიღვიძე რა,გაიღვიძე პოლ
მე აქ ვარ…

  1. MisterRomantic / თებ 17 2012 8:23 PM

    პოლი მაგარი კაცია, მიყვარს! :)))

  2. მე / თებ 17 2012 10:31 PM

    შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

    1.კარის კაცმა დაინახა შენი “შემოპარვა”, თუმცა პოლს იმედი არ გაუცრუა..
    2.მე როგორც ვიცი პოლი წამლებს არ სვამს…
    3.არ შეიძლება გაუბრაზდე იმას რაც არ არსებობს..
    4.ვერ დარჩები იქ სადაც შენი ადგილი არ არის..
    5.კიდევ “პოლმა” გადმომცა: ხშირად მომაკითხოსო..
    6.პოლი კვდება… ნაგავი, ნარკომანი, ცინიკი “პოლი”…

    • შემოდგომისფერი / თებ 18 2012 12:16 AM

      1)პოლს იმედი არც ქონია,ის არასდროს არავის და არაფერს არ ელოდება
      2)მეც მასე ვიცოდი, მაგრამ ფაქტი სახეზეა.
      3)…….
      4)ჩემი ადგილი არასდროსაა იქ სადაც ვარ.
      5)პოლს გადაეცი ხშირად კი მოვდივარ,მაგრამ მხოლოდ შენს ამბავს ვკითხულობ,შორიდან დაგინახავ და მივდივართქო (არასდროს უყვარდა მნახველები)
      6)მისმინე და დაიმახსოვრე, პოლი არასდროს მოკვდება და თუ ოდესმე ამაში ეჭვი შეგეპაროს,მაშინ აქ მოდი,მე ყოველთვის აქ დაგხვდები და პოლს მუდამ განახებ ჩემს ჩანაწერებში….

  3. cet / თებ 18 2012 4:16 PM

    მომეწონა ❤

  4. M.K. / თებ 26 2012 5:03 PM

    არ ვიცი, როდის დაიწყე, მაგრამ მე ახლახანს აღმოვაჩინე შენი ბლოგი და მომწონს აშკარად… თან მიხარია, რომ შემოდგომისფერია…

დატოვე კომენტარი