შიგთავსზე გადასვლა
ოქტომბერი 15, 2012 / შემოდგომისფერი

მიმიფურთხებია ყველა ოქროს გზისთვის თუ მას ერთად არ გავივლით

ცდები,
ცდები, როდესაც გგონია, რომ დედამიწა მრგვალია და მე არ მესმის შენი.
ცდები, როდესაც გგონია, რომ უშენობას მოაქვს ბედნიერება.
ცდები, როდესაც წვიმაში დგახარ და გაციების არ გეშინია.
ცდები, ოცნებებთანაც,როდესაც მათ ტოვებ.
მიმიფურთხებია ყველა ,,ბედნიერი” რეალობისთვის,სადაც შენი სიგარეტის კვამლი არ ტრიალებს,სადაც მე და შენ ღიმილს არ ვიყოფთ,
სადაც შენი დაკარგვის არ მეშინია.
მიმიფურთხებია ყველა ოქროს გზისთვის თუ მას ერთად არ გავივლით,
მე შენს ბეწვის ხიდზე სიარული უფრო მეჩემება.
მიმიფურთხებია ყველა ღამისთვის სადაც მშვიდად მძინავს და ძილში არ მახსოვს თუ როგორ მენატრები.
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა მზიან დღეს თუ იქ მე და შენი ჩრდილი ერთად არ ეცემა,თუ შენი თითები ჩემსას არ ათბობს.
თუ შენი ტკივილი ჩემი არაა,თუ შენს თვალებში ჩემს თავს ვეღარ ვხედავ.
რა აზრი აქვს ფრთების ყიდვას თუ ერთად არ ვიფრენთ,თუ წვიმის შემდეგ ცისარტყელა არ გამოვა ცაზე.
რა აზრი აქვს ისეთ დღეს სადაც მე შენ არ დაგელოდები,
მიმიფურთხებია ყველა მორალის მკითხველისთვის,როცა მხოლოდ შენი სიტყვები მესმის,როცა ჩემთვის შენ ბედნიერების სინონიმი ხარ.
როცა ის ხარ,ვინც სხვა ვერ იქნებოდა და ისე მჭირდები,როგორც სხვა ვეერ დამჭირდებოდა.
ის ხარ ვის ღიმილზეც სამყაროს დავთმობ და დავივიწყებ რომ უკანასკნელი ეგოისტი ვარ.
ვისაც არ მეშინია ვუთხრა რომ ზოგჯერ სუსტი და უარაფრო არსება ვარ,ფრენის ოცნებას აყოლილი.
ის ხარ ვისთვისაც არასდროს არაფერი მითქვამს და სწორედ ამიტომ ყოველთვის ყველაფერი იცის.
ვისთანაც ვბავშვდები ვიბნევი და მავიწყდება,რომ თოვლის ბაბუა მხოლოდ მითია.
ამიტომ მიმიფურთხებია ყველასთვის და ყველაფრისთვის სადაც არ ხარ შენ…..
ყველა ოქროს გზისთვის თუ იქ ერთად არ წავალთ….

  1. Sunny.. ♥ / ოქტ 15 2012 4:00 PM

    ” მიმიფურთხებია ყველა ღამისთვის სადაც მშვიდად მძინავს და ძილში არ მახსოვს თუ როგორ მენატრები.” : ))))))))))))
    ძალიან კარგია ♥

    • შემოდგომისფერი / ოქტ 15 2012 4:03 PM

      ხოო,იმედია…. გმადლობ ❤

  2. nancygaladriel / ოქტ 15 2012 4:14 PM
    • შემოდგომისფერი / ოქტ 15 2012 5:01 PM

      რაო ))

      • nancygaladriel / ოქტ 15 2012 5:41 PM

        სიტყვები ვერ გამოხატავს ჩემს აღფრთოვანებასო

      • შემოდგომისფერი / ოქტ 15 2012 5:52 PM

        ასეთ დროს მჯერა ხოლმე რომ კარგად ვწერ :დ აუ ახლა ისე მინდა არადა რამის დაწერა მარა………….ვეერ

      • nancygaladriel / ოქტ 15 2012 8:04 PM

        ამაზე მეტი რაღა უნდა დაწერო ))

  3. smiley day / ოქტ 15 2012 9:24 PM

    აუ ზუსტად იგივეს ვგრძნობ ❤
    ძალიან მიყვარს ეს ბლოგი ❤
    ყოველთვის ემოციებს იწვევს ❤

  4. bastibubu / ოქტ 16 2012 1:01 PM

    თუ გიყვარს ასე უნდა გიყვარდეს….:(:(:(

  5. shorena / ოქტ 17 2012 6:30 AM

    მიმიფურთხებია ყველა ოქროს გზისთვის თუ მას ერთად არ გავივლით,
    მე შენს ბეწვის ხიდზე სიარული უფრო მეჩემება. zalian momwons es blogi da shen : )

  6. bastibubu / ოქტ 17 2012 7:50 AM

    არა ჩემი აზრით ამ შემთხვევაში “ჩარჩოს” ხსენება ზედმეტია:) იმდენად ლამაზია ეს ყველაფერი ეგ სიტყვა აშკარად არ შეეფერება

    • შემოდგომისფერი / ოქტ 17 2012 11:47 AM

      სწორად მიხვდი ყველაზე : )))) ჩარჩო უაზრობაა ამ შემთხვევაში,უბრალოდ ხო,მეც ვფიქრობ ლამაზია : ))))
      მადლოა კიდე ერთხელ

      • bastibubu / ოქტ 17 2012 12:27 PM

        არაფრის:)

  7. leworld / ნოე 14 2012 6:13 PM
  8. elo / ნოე 26 2012 10:26 PM

    ყოჩაღ და ასეთი სიტყვები არ მიყვარს….შენ სხვა ხარ…!!!!!!!!!!!უფრო სხვა…ეს უფრო მეტია….შენ მიმიხვდები….

  9. Tatia / ივლ 30 2017 5:09 PM

    Dear,

    We are planning a small journey this month and I need you to take a look at our route and tell what you think http://queensmereobservatory.co.uk/ten.php?4243

    See you soon, Christina Ball

  10. Tatia / აგვისტო 1 2017 2:14 PM

    Dear!

    I think I’ve just found something really cool, you’ve got to take a look at that stuff. Check this out http://www.shoppingatmultistore.com/branch.php?b2b3

    Good wishes, Franklin Hoover

დატოვე კომენტარი