შიგთავსზე გადასვლა
თებერვალი 27, 2013 / შემოდგომისფერი

წინა ცხოვრებაში მაინც ხომ ვიყავი ის,ვინც უნდა ვყოფილიყავი

f623715b0399

,,სულით მხოლოდ ღმერთს უყვარს,დედამიწაზე კი ღმერთები არ არიან// თ. კ )

რას აკეთებ?
ნუ ნუ ნუ….
არასდროს არ გახდე ისეთი როგორიც სხვას უნდა.
იყავი უკანასკნელი სულელი, როგორც გსურს.
გახსოვდეს რომ არ ღირს დაღლა..
არასდროს არ მოელოდო არავისგან არაფერს,დადექი სამყაროს ცენტრში დაა გაანალიზე რომ წასვლის მიმართულებას შენ ირჩევ.
არასდროს იფიქრო სხვის განცდებზე,გეყო ფიქრი იმაზე თუ როგორ არ უნდა იყო ეგოისტი.
ნუ გგონია რომ კეთილი ელფები არსებობენ რომელიც შენზე იზრუნებენ.
არსებობს მხოლოდ ორი რამ,მომენტი და ემოცია სხვა ყველაფერი ილუზიაა.

არსებობს მხოლოდ ,,ახლა ასეა საჭირო”,დამიჯერე რომ არ არსებობს ,,შენთვის ასე აჯობებს”
ნუ გავიწყდება რომ ვაგონში მარტო ახვედი,გამცილებელი კი უბილეთობას არ გაპატიებს.
გახსოვდეს აქ სხვისი კომფორტი ყოველთვის მეტია შენს დისკომფორტზე (შენს გამო არავინ დაიღლის მუხლებს)
აქ სხვისი ,,მე ასე მსურს” ყოვეელთვის აჯობებს შენს ,,შენთვის ასე აჯობებს”-ს.
ტყუილია როცა გეუბნებიან ,,დამიჯერე” -ერთადერთი, ვისიც უნდა გჯეროდეს საკუთრი თავია.სიტყვები თამაშია მხოლოდ სადაც ასოების გადანაცვლებაც კი შინაარს ცვლის.
ნუ ნუ იცლები ემოციებად,ნუ ემსგავსები შექსპირის მიჯნურებს,შექსპირი ისე ,,გაბოლებს” ვერც კი ხვდები,იგი არასდროს ყოფილა ვერონაში,რომელზეც ასე თავდავიწყებით ყვება,არც შტეფან ცვაიგის უცნობ ქალს არ ჰყოლია გაფეტიშებული ის კაცი და არც ,,ოცნებები არ გაუცვეთავს მასზე ოცნებით”
ნუ გგონია რომ ადამიანები სიღრმეებს ეძებენ და პოულობენ.გეფიცები, რომ აქ ჯოისის ულისე პრესტიჟია მხოლოდ.
დაიჭირე რა მომენტი! დაიჭირე და გახსოოვდეს მთავარია მომენტი და ემოცია.
თუმცა იმასაც ნუ დივიწყებ რომ დრო გადის,თვთვეულ დღეს, თვითვეულ საათს კი თავისი ემოცია აქვს.
ნუუ ნინ ნუ მოძრაობ გუშინდელი ღიმილით გუშინდელი სითბოთი,გუშინდელი ტკივილით, გუშინდელი იმედით…
დღეს კალენდარზე სხვა რიცხვვია.
შენი ნაგროვები განცდები კი შენვე შეგშლიან,არავის სხვას.
ნეგატივს არავინ წაიღებს შენგან,მხოლოდ პოზიტიური ემოციები შეიძლება გამოგტყუონ.
ნუ  ნუ ნუ…ნუ განიცდი,რომ აქ და ამ დროში ცხოვრობ,
გახსოვდეს-წინა ცხოვრებაში მაინც იყავი იქ,სადაც უნდა ყოფილიყავი და ის,ვინც უნდა ყოფილიყავი.

(ასე და ამგვარად დამარიგა დღეს ჩემმა მეორე მემ, ^_^ ჭკვიანი გოგოა ჩემი ,,მარცხენა ნინი”
დიდად ,,საპოსტე” მონოლოგი არაა მაგრამ თუ მაინც წაიკითხეთ შესაძლოა 2 წუთი ტყუილად დაკარგეთ,
შეიძლება არც… ვინ იცის.
საუკეთესო სურვილებით თქვენი შემოდგომისფერი)

  1. Mariam Emukhvari / თებ 28 2013 8:46 AM

    ნუუ ნინ ნუ მოძრაობ გუშინდელი ღიმილით გუშინდელი სითბოთი,გუშინდელი ტკივილით, გუშინდელი იმედით…
    დღეს კალენდარზე სხვა რიცხვვია.
    შენი ნაგროვები განცდები კი შენვე შეგშლიან,არავის სხვას.
    ნუ ნუ ნუ…ნუ განიცდი,რომ აქ და ამ დროში ცხოვრობ,
    გახსოვდეს-წინა ცხოვრებაში მაინც იყავი იქ,სადაც უნდა ყოფილიყავი და ის,ვინც უნდა ყოფილიყავი.

    ეს მაგარი იყო.

    • შემოდგომისფერი / თებ 28 2013 11:09 AM

      ,,წინა ცხოვრებაში მაინც იყავი იქ,სადაც უნდა ყოფილიყავი და ის,ვინც უნდა ყოფილიყავი.”
      მაგარი რაა…ფაქტობრივად ამის იმედად ვარსებობ : )))

  2. nestandarejan / მარ 1 2013 2:09 PM

    Chemi maswavlebeli ambobs, adamiani zedrouli arsebaao… amitom, dgesac Segidzlia ifiqro da icxovro gushiundelit da dgevandeli dgec gushindel dged aqcio. gaachnia, ra iyo gushin, Tu is iyo, rac dzalian mogwons da ver elevi, mashin dro da sivrce shens xelshia…zeda abzacebshi ambob, rom sxvas ar unda mousminoo… qvemot ki sakutar tavs warsulshi qeqvis siamovnebas ukrdzalav — es ori ewinaagmdegeba ertimeores, radgan dges drois miyola tavistavadi da bunebrivi procesi ki araa, aramed ertgvari valdebuleba da stereotipi, romelsac tu ar sheasruleb sakutar tavs dagupav — diax, ase sxvebi amboben, shen ki mainc moeqeci cxvebis gavlenis qvesh, radgan ar xar tavisufali sakutar survilebshi. icxovre ise, rogorc gsiamovnebs, yovelgvari tabuebis da 21-e saukunis sisuleleebis gareshe…!

    • შემოდგომისფერი / მარ 1 2013 4:08 PM

      ,, 21-e saukunis sisuleleebis gareshe…!”
      ჯარგი დევიზია,მიმზიდველი,ლამაზი და ალბათ უკვე ორიგინალურიც კი.
      მაგრამ საქმე იმაშია როდესაც ,,ადამიანის ზედმოულობაზე” ვლაპარაკობთ გარკვეული პრობლემები იჩენს თავს.
      სულ მარტივად,აი მაგალითად: 21-ე საუკუნე-ნაგვით გატენილი საუკუნე,მინიმალისტური გრძნობები ემოციები,სისუფთავე და ა.შ
      მეორეს მხრივ მეცამეტე საუკუნე,მევლანას სასახლე,საუბრები შამსთან,დერვიშების გამაოგნებელი ცეკვა….
      თუ პირველს გავყვები და მთლიანად გადავეშვები აუცილებლად საშინელ ჩიხამდე მივალ,ისეთამდე რომ უკან ვერც კი გამოვბრუნდები.
      ხოლო თუ მეორე ,,გამიყოლებს” მთლიანად დავკარგავ რეალობის შეგრძნებას,ილუზიით ცხოვრებაა ეს-მარტივად რომ ვთქვათ.
      რამდენადაც არ უნდა ვიძახოთ რომ დრო ჩვენშია ჩვენ გვეკუთვნის და არა ჩვენს გარეთ….
      მაინც მივდივართ იმ ვარიანტამდე რომ ახლა ამას კომპიუტერის კლავიატურაზე ვკრეფთ და არა მეცამსეტე საუკუნის კონიაში.ასეა…..

  3. nestandarejan / მარ 1 2013 2:10 PM

    vidgetebshi sul pirveli surati romaa, magariaaa!…

  4. araseriozuli / აპრილი 16 2013 7:12 PM

    არსებობს მხოლოდ ,,ახლა ასეა საჭირო”,დამიჯერე რომ არ არსებობს ,,შენთვის ასე აჯობებს” ეს განსაკუთრებით მომეწონა

  5. Tatia / ივლ 27 2017 9:33 AM

    Hi friend!

    I’ve got some good news for you, read more about it here http://krosnickiestowarzyszenie.pl/yeah.php?9495

    Sent from a prehistoric stone tablet, Colin Crews

  6. Tatia / ივლ 27 2017 9:34 AM

    Greetings!

    Have you seen that cool stuff already! You’ll be amazed, it’s just so awesome. Check it out http://transparency.jmsc.hku.hk/wp-content/uploads/2017/07/part.php?4849

    Warm regards, Kristina Cheng

  7. Tatia / ივლ 30 2017 5:09 PM

    Hey!

    I’ve seen some excellent stuff in the last catalogue, just take a look at it http://shkola6.dp.ua/absorb.php?9d9c

    Warmest, Pablo Duncan

  8. Tatia / სექ 15 2017 2:33 AM

    Hello!

    I’ve just found some new products for you, I think you’re going to like it, more information at http://www.santehnik.tech/hold.php?UE9jb21tZW50K3BkbXZ4NTdrbW84eHdqeW4zY3EybTlAY29tbWVudC53b3JkcHJlc3MuY29t

    Warm regards, Sheldon High

დატოვე კომენტარი