შიგთავსზე გადასვლა
აპრილი 6, 2013 / შემოდგომისფერი

ყველა-ფერი

dream_yourself_away_by_luizalazar-d5rh30k

უკვე რახანია სიტყვებში ტავტოლოგიად მექეცი.
ბგერებად აწყობილი ფიქრები შენი ხმის სინონიმია.
სიზუსტით გათვლილ ჩარჩოებს მიმსხვრევ ასე საქვეყნოდ და საგანგაშოდ,
შემოდგომას დამატებული მელანქოლია სიგიჟედ ამყვა,
მარტმა მომილოგინა ნაწვიმარ ქუჩაზე.
და მაინც გავიზაფხულებ…
სულ ცოტაც და ავაწყობ აფეთქებული ალუბლების მოზაიკას.
შემოდგომისფერი გოგონებიც იცვლიან ზოგჯერ დროებს, (იმედია)
მალე ვიქნები ყველა-ფერი.
და შენთვის ისედაც ასჯერ თქმულს კვლავაც გაგიმეორებ
*************
მითიურ არსებებში გაბნეული ღმერთების ნაწილად შერჩი დედამიწას,
(მერე რაა თუ კი მაიინც არ გწყალობს ლაკშმი)
ჩვენ ხომ ვიცით ყოველ სავსემთვარობას რომ მიაგდებ სიმშვიდეს და იქცევი იმად რაც ხარ.
ვიცი რომ არაა სხვა გზა,ხსნა კი საერთოდ არ არსებობს.
და რომც იყოს, და რომც იარსებოს…. არა შენთვის.
არა აქ,
არა ამ მარტივი ქალაქის ყოველდღიურობაში,
არა სიძულვილით გაჟღენთილ ჰაერში,
არა მოდად ნაქცევ დეპრესიაში,
ხო, ვიცი, რომ არც აქ-ჩემს აბზაცებში ჩატენილ სითბოში არაა ხსნა შენთვის,
მაგრამ მაინც…
უკვე რახანია ყოველ საღამოს ვ(გ)იმეორებ…
***********
მე – თვალებიანი,
(ამ დროისათვის კი არეულთვალებიანი ბავშვი ) ასე შემოგყურებ და გელოდები როდის მომიყვები ზღაპარს კეთილ ელფებზე,რომლებმაც შეცვალეს ფერები

  1. mr.qvecnobieri / აპრილი 13 2013 1:46 AM

    ბრაზილიურ სერიალებზე შეყვარებულ “დედაკაცივით ვუდარაჯებ შენ პოსტებს (:
    მახარებ. ვ(გ)იმეორებ გ(ვ)ელოდები შემდეგს.

    • შემოდგომისფერი / აპრილი 13 2013 11:15 AM

      განსხვავება იმედია იმაშია რომ ჩემი პოსტები არ გავს ,,ბრაზილიურ სერიალებს : ))))
      უი ისე შენ რაღაც არ ჩანდი კომენტარებში 😕

  2. mr.qvecnobieri / აპრილი 13 2013 10:06 PM

    ah a, magdeni qe vici….vdumdi (: :* :*

  3. chiga / აგვისტო 8 2013 6:45 PM

    ^_^ უკვე რახანია სიტყვებში ტავტოლოგიად მექეცი.
    ბგერებად აწყობილი ფიქრები შენი ხმის სინონიმია.

დატოვე კომენტარი