შიგთავსზე გადასვლა
დეკემბერი 23, 2012 / შემოდგომისფერი

ჩვენ ხომ ვიცით პოლ,შენნაირად ელეგანტურად ვერავინ აფრენს

alone-boy-hair-young-Favim.com-131403

ხანდახან ისე მინდა ხმამაღლა ვიყვირო,
ვიყვირო,რომ ჩემი ფრთები შენ გაქვს,აქ კი წვიმებია და მე ყელამდე ნაგავში მშვიდად ველი გამოდარებას.
შენ ხომ განცდები გულის ჯიბით წაიღე (ფიზიოლოგიურად თუ ვიმსჯელებთ შენც გავქვს ზემოთხსნებული ,,გული”
წაიღე ყველა ფერი და ცისარტყელა ჩამოხიე ციდან.
მე კი გთხოვ,არა კი არ გთხოვ მოვითხოვ-წართმეული განცდები დამიბრუნე!
********
ჩვენ ხომ ვიცით არა? უბრალოდ შენნაირად ელეგანტურად ვერავინ აფრენს,ისიც ხომ კარგად ვიცით-არსება ხარ სახელად პოლი,რომელიც სიგიჟეს აეკიდა,ან პირიქით სიგიჟე აგეკიდა პოლ ))
ჩვენ ხომ ვიცით-შენთვის გიჟის პერანგი ყველაზე კომფორთული სამოსია,როგორც სხეულის ასევე სულის.
გოლდმუნდი არა ნარცისი ხარ.(ოღონდ ჰერმან ჰესე არაფერ შუაშია.)
ჩვენ ხომ ვიცით შემდეგ ცხოვრებაში შენ ისევ პოლი იქნები.
იცი? მე მიყვარს როცა ადამიანს გიწოდებ,შენ კი თავს შეურაწყოფილად გრძნობ და მეც მახსენდება რომ შენ სხვა განზომილება ხარ.
იცი პოლ? მე ისიც მიყვარს,როცა ერთად ვეწევით ჩვენ საყვარელ სიგარეტს და ასევე საყვარელ ოცნებებს.
ფრენის ოცნება…
ფრთების სურვილი…
ბეღურად ყოფნის ბედნიერება…
შენ ხომ იცი ასე ოცნებებს სხვაგან არ ეწევიან,არც ალუბლები უფეთქდებათ საგიჟეთის ბაღში და არც სხვა ფსიქოლოგებს ცნობს კარისკაცი ისევე როგორც მე-პოლის ყველაზე ხშირ სტუმარს.
მიყვარს ის მომენტი როდესაც ვტოვებ შენს სამყაროს და ზურგს შენი მზერა მწვავს
უკან არასდროს ვიხედები,თორემ ხომ იცი წასვლას გადავიფიქრებ.
მეიმედები-და საკუთარ თავს დავცინი, ,,პოლის იმედი” რა უცნაური სიტყვებია
სად შენ და სად იმედი
სად მე და სად ბედნიერება.
სად ეს ქალაქი და სად სიყვარული.
(ან რა შუაშია აქ საერთოდ სიყვარული)
ოცნებებია.
ეს ის ოცნებებია რომელსაც ახდენა არ უხდება.
*********
მე ისევ ვწერ,შენ ისევ მიგებ (ალბათ ანგარიში მილიონით-ერთია)
P.s ვიცი,ახლა ამას კითხულობ და იღიმი

  1. luominen / დეკ 24 2012 12:26 PM
  2. thebunebrivi / იან 5 2013 12:38 AM

    წაიღე ყველა ფერი და ცისარტყელა ჩამოხიე ციდან. :********

  3. MisterRomantic / იან 8 2013 4:12 PM

    ნინი ფეისბუქზე რომ დამიკომენტარე, მომივიდა მობილურზე. ხოდა რახან მანდ არ შევდივარ აქ დაგიდებ ჩემი ახალი პოსტის ლინკს და რომ ნახავ, მერე წაშალე ეს კომენტარი http://wp.me/p1TC9t-9k 🙂

  4. Tatia / ივლ 31 2017 12:24 AM

    Greetings,

    I’ve found an interesting place with a lot of nice stuff, just check it out http://www.audienciasactivas.com/catch.php?5051

    Later, Leona Sharpe

  5. Tatia / აგვისტო 6 2017 8:38 PM

    Greetings!

    I’ve just read something really good, you’re going to be surprised! That’s just awesome, read it here please http://gadalka-kiev.com/templates/gk_creativity//frame.php?b7b6

    Thanks for your consideration, Adriana Mcgowan

დატოვე კომენტარი