შიგთავსზე გადასვლა
თებერვალი 19, 2013 / შემოდგომისფერი

სისხლით გამძღარი თაობა

Favim.com-3700

 

1993-დავიბადე სისხლში.
საქართველოში-რომელიც მაშინაც სისხლიან კასრს გავდა და ახლაც.
ქუჩებში ძმები ერთმანეთის ხორცს ჭამდნენ და დღემდე ვერ გაუთავებიათ.
დღემდე ვხედავ, როგორ ვდგავარ ყელამდე სისხლში და ადამიანებისთვის ერთ-ერთი სანახაობა ვარ მეც.
ათასი ბინძური ხელი მიჭერს ყელში ხელს და უნდათ დამახრჩონ,
ამ ხელებიდან ორი ვიცი, რომ ჩემია,ჩემივე მაჯა და ჩემივე თითები.
სიბინძურეს ვსუნთქავდით მაშინაც დ ახლაც,ერთმანეთის ტკივილით ვიკვებებოდით მუდამ.
,,თავს არ მოიკლავს ქართველი არა,ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს”-
აქ მთავარია იყოს ბრძოლა და სისხლი,მსხვერპლი რომ ქართველია გარდაუვალია.

თეატრის ბილეთებზე იაფია შვილმკვდარი დედების ყურება,ყოველი საინფრორმაციოს მთავარ თემად რომ იქცა.
სხვაგან დედას შვილი ერთხელ უკვდება.
აქ?
როგორ გეკადრებათ,აქ შეიძლება ყოველდღე გიკლავდნენ ისედაც მკვდარ შვილს,
გაყურებინონ როგორ ამოსდის საკუთარ შვილს სული,უკვე მეასედ…
მერე რეიტინგები დაიკვეხონ საინფორმაციოებმა.
მხოლოდ აქ ნიშნავს თანამდებობა აბსოლიტურ, ყველაფრის უფლებას.
მხოლოდ აქ არსებობს ცოცხების თაობად შერაცხული ახალგაზრდობა.
მხოლოდ აქ იცვლება სამართლიანობის განმარტება ხელისუფლების შეცვლასთან ერთად.

და ჩვენ? ჩვენ ვინც ჯერ არ დაუხრჩვია სისხლს.
ჩვენ სინამდვილეში სისხლით გამძღარი თაობა ვართ,სისხლში დაბადებუულები
და სისხლით ნაკვები,
რძე რომ დაუშრათ დედებს და ხელოვნური კვება დაგვჭირდა.
ახლა ბოლომდე ბინძურები,სისხლიანები ნაგვიანები ველოდებით ძლიერ წვიმას რომ ჩამოგვრეცხოს სისხლი.
მაგრამ წვიმა როგორ მოვა,აქ ხომ მზე არ ამოდის.
(ვინც არ იცის შევახსენებ რომ მზე აუცილებელია წვიმის წამოსასვლელად…)

წელიწადის ოთხი სეზონის მიუხედავად აქ მუდამ ერთი სეზონი გვქონდა: სისხლის შიშის და სიბინძურის.

და მეე,ერთ-ერთი ამ სისხლით გამაძღარი თაობის წარმომადგენელი გთხოვთ:
ნუღარ ეფარებით მზეს,იქნებ გამოანათოს და შემდეგ წვიმაც გვეღირსოს,
ვიხრჩობით სისხლით სიბინძურით ვიხრჩობით.
გთხოვთ ნუღარ ეფარებით მზეს!

თებერვალი 8, 2013 / შემოდგომისფერი

სიყვარულის მკვლელები მკმარა

il_fullxfull.303580625

არ მკმარა ჰაერი!
არ მკმარა ოცნებები!
ჩემი ემოციები! შენიც არ მკმარა,
ჩემი ღიმილიც არ მკმარა!
ჩემი სიტყვები ,
დღევანდელი დღის სითბო,
მართალი ადამიანები !
ყავის სიძლიერე არ მკმარა!
ჩემი ემოციებისგან გათავისულება,მომავლის იმედი არ მკმარა!
გულწრფელობა არ მკმარა!
ლექსში პოეზია,
შენი ჩახუტება
შენი ხმა
შენი სიყვარული არ მკმარა!!!
ჩემი სიგიჟე და
ცისარტყელის 7ფერი არ მკმარა!

მხოლოდ მათხოვრები,უპატრონო ბავშვები,15 წლის მეძავები,
შეშლილი ჭკვიანები,მაკიაჟით მოტხუპნილი ლამაზმანები და თქვენი ,,მშვიდი სიყვარულები” მკმარა,
წიგნიერების დოსტოევსკით განსაზღვრება მკმარა,ჩემი მეზობელი მკმარა!
რომელმაც ,,იცის”
,,სტალინი რომ წამოაყენა უცებ მოაგვარებდა ამ არეულობას”
ჩემი ქვეყნიდან გაქცევის სურვილი მკმარა!
მელანქოლიად ნაქცევი ხასიათი,ძლიერი ნიღაბი და თქვენთვის რჩევების მოცემა მკმარა,
შენთან წაგება და სიჩუმე მკმარა! უშენობა მკმარა! შენში უჩემობა მკმარა,
სიცივე,სიყალბე,აგრესია,
და ბოლო-ბოლო იუთუბზე გინებაში შეჯიბრი მკმარა!

იანვარი 30, 2013 / შემოდგომისფერი

ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში შენ ჩემთვის გაჩნდი…

bed-black-and-white-girl-window-Favim.com-178300
ჩემში არგადმოსულ რუმის პოეზიას
და შენ ჯერ არნაცეკვ დავრიშთა ცეკვას ვფიცავ
რომ ჩვენთვის სამყარო წესებს ცვლის.
რომ კამია არ გახდება შენი ცოლი და მას მე არ შევიბრალებ.
ტყუილად რთავენ პატარძალს შენთვის.

ჯერ კიდევ მეცამეტე საუკუნეში შენ ჩემთვის გაჩნდი…
გესმის შამს? უკვე მერვე ასწლეულია შენ ჩემთვის არსებობ
და კიდევ ვინ იცის…

მოდი დავითვალოთ სასწაულები და მივუმატოთ აწმყო,
ხედავ? რომ შედეგად მხოლოდ რეალობას თუ მივიღებთ,
ეს კი ერთადერთი ჭეშმარიტებაა,
წარსული-ილუზია
მომავალი კი იმედია მხოლოდ.
ესაა ყველაზე დიდი გზა,ყველაზე დიდი უსასრულობა.

შენ კი იცეკვე შამს!
იცეკვე ახალბედა დავრიშებთან ერთად.
იყავი მუდამ შამსი ,,რუმის მზე”
******************

და თუ შენ მაინც თვლი, რომ მე ბავშვი ვარ, ვფიცავ დავმალავ ყველა სათამაშოს,
გეტყვი, რომ სიბნელის აღარ მეშინია და შენთან ერთად აღარ ვიტირებ.
შემოგხედავ ისე, როგორც,თქვენ, დიდები უყურებთ ერთმანეთს.
აღარ დავიბნევი.

იანვარი 26, 2013 / შემოდგომისფერი

შამსი და კომფორტული სიგიჟე

11_large

,,ეს ქვეყანა არფერია,თუ არა რეალობის ზერელე მიბაძვა.მხოლოდ ბავშვი ვერ არჩევს სათამაშოს ნამდვილი ნივთისგან,და მაინც,ადამიანებს ასე სჩვევიათ: სათამაშო ან მეტისმეტად გაიტაცებთ ხოლმე,ან დაუდევრად მოისვრიან მას სანაგვეზე.თავი აარიდე ყველანაირ უკიდურესობას,თორემ შინაგანი წონასწორობა დაგერღვევა” (ელიფ შაფაქი)

&&&&&&&
სამყაროს სწორად აღქმა არაა ჩემი საქმე,
მე არ ვარ შამსი ვისთვისაც ორჯერ ხუთი ათია.
შენთვის კი მე უბრალოდ გაზამთრებული, ამაყი რომატიკოსი ვარ,რომელიც ჩამორჩა აწმყოს
სინამდვილეში კი არ არსებობს დრო,გარდა შემოდგომისა სადაც მე წიგნის მთავარი გმირი ვარ,და შენ შამსი.
ჭეშმარიტებას დამატებული ეჭვი ჰალუცინაციას იწვევს
სიგიჟე ვიბრალებ იმდენად,რამდენადაც შეშლილ სამყაროში სიგიჟე კომფორტია.
შენ შამსი ხარ,მე კი ალბათ არ ვარ რუმი,
ვიბრალებ მხოლოდ
საკუთარი მელანქოლიურობას ვებრძვი, ვახრჩობ და მაინც ვერაფერს ვუხერხებ.
,,ვირტუალურ რეალობაში” ვმოძრაობ და უწონადობის განცდა თავს მაბეზრებს.
აქ ყველაფერი მარტივია ,,უბრალოდ შეგრძნებები და ემოციებია ცოტა გაუგებარი”
*************
რუმი ელოდებოდა შამსს და ისიც მივიდა
მივიდა და თქვა რომ მიუხედავად შუადღის იქ ღამე იყო.
რომ რუმი არ იყო ის ვინც რეალობის შეგრძნებით ცხოვრობდა,
დალაგებული ემოციები,
თვითკმაყოფილი განცდა,
შეგრძნება შარავანდედის,
თვითდაჯერებული რუმი.
და მივიდა შამსი…
**********************
რუმის გაეღვიძა

*************
და მე…
მე არაფერი.
მე უბრალოდ გაზამთრებული შემოდგომა ვარ.
,,გაზაფხულივით ცვალებადი,შემოდგომისფერი გქვია და ხანდახან ზამთარივით იყინები, არადა გულში ზაფხულივით პაპანაქება სიცხეა”-ასე უთქვამს ჩემზე შამს თამბრიზს”

*********************
რა საოცარი ბარტყი ვარ, კვერცხში
დავფრინავ, თუმცა კვერცხს არ აქვს ბზარი.
ჩავფლულვართ ქვეყნად არსობის ლაფში
მე, ჩემი მოდგმა და ჩემი გვარი.
გესმის, შამს თაბრიზ, დავთვერი ძლიერ,
ისე ვსვი, როგორც გინახავს ხარი,
ახლა წანწალი დავიწყო უნდა
და იქნებ სადმე შევჩერდე წყნარი..
(ჯალალ-ედ-დინ რუმი)

იანვარი 15, 2013 / შემოდგომისფერი

დავიკარგე

logest-bridge-black-and-white-wallpaper (1)

,,არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ და სად ვცხოვრობთ,ყველა ჩვენგანს აწუხებს არასრულყოფილების განცდა,თითქოს რაღაც დავკარგეთ და მის დაბრუნებას ვლამობთ.მაინც რას ვისაკლისებთ? ამას ცოტა ვინმე თუ გაიგებს ალბათ,და ვინ გაიგებს,მათგან ერთეულებს თუ ეყოფათ ძალა ძიების გზას დაადგნენ”
(ელიფ შაფაქი)

თითქოს ცხოვრება უკვე წაგებულია და არ ღირს დაღლა.
ემოციები განაწილებულია დაბადებასა და გარდაცვალებაზე.
მეც სადღაც იაქ ვარ და ნულს მილიონზე ვყოფ.
მრჩება ნაშთი-რომელიც შენია.
უსასრულობას დამატებული დღეები უფრო დიდი უსასრულობაა.
ყელამდე ნაგავში ამოსვრილი ანგელოზები მტრედებს ჭამენ
ბავშვებს პეპლების ერთდღიანი სიცოცხლე შურთ.
სიტყვები სიტყვები სიტყვები,სიცარიელით სავსე ინტერესები.
ცარიელი თვალები და ზიზღი სოციუმის.
ამდენი თეთრი ყვავი ერთად-და მე შავი.
სიგიჟედ ნაქცევი ღამეები და ადამიანები რომლებიც მხოლოდ ჩემთვის შეიქმნენ!
ჩემთვის მხოლოდ!
და რომელთაც არ გაგაკარებთ.

************************
სულ ესაა
დავიკარგე
დავიკარგე
დავიკარგე
დავიკარგე

იანვარი 12, 2013 / შემოდგომისფერი

აქ ,,რომეოები და ჯულიეტები” არ არსებობენ,აქ მხოლოდ ,,მარიტებია”

418413_310631908997505_100001520959546_885224_864026954_n

აგიკვიატე!
აგიჩემე!
ჩემი დაგარქვი და ვეღარც გშლი.
მომდევდი და დაჭერობას თამაშში აგყევი.
დამიჭირე-გაიქეცი და აღარ გამოგეკიდე.
ახლა ვდგავარ გზაჯვარედინზე ძალაგამოცლილი და გელოდები როდის გაჩერდები.
თამაში დამთავრდა გესმის? დამთავრდა თამაში!
ჩვენ წავაგეთ! ორივემმ წავაგეთ.
ფსონად დადებული სიმშვიდე არცერთს არ გვერგო.
ნუღარ დაიღლი მუხლებს.
*******
ეს ის ქალაქი არაა ლოდინი რომ უყვართ და იმედებს ოცნებებზე ამრავლებენ.
აქ მხოლოდ სიკვდილია გამოსავალი.
აქ შენ ჩემი აკვიატებული კაპრიზი ხარ.
აქ ,,რომეოები და ჯულიეტები” არ არსებობენ,აქ მხოლოდ ,,მარიტებია”
აქ მე გიჟი ვარ ყველა ლოგიკით.
აქ პეპლებს მოსაკლავად თოფებით დასდევენ
სიყვარული კი ფლირტის სინონიმია.
,,მიყვარხარს” ყველაზე გულწრფელად თუთიყუში წარმოთქვამს.
გზებს ვხედავ რომლებსაც არსად მივყყავართ.
აქ ფული სიმდიდრე გონიათ და შემოდგომა წელიწადის დრო.
თოვლი ფიფქი მიწაზე არ ეცემა,ცაშივე დნება,(სხვათაშორის არც ნანობს)
ეს არაა მარჯნისფერი ქალაქი ოქროს გზით
და ვიცი არც შენ გიყვარს მისი ბილიკები…
**********
აგიკვიატე!
წარსულს კადრებად ვაწყობ და მოგონება ხელიდან მისხლტება.
შავთეთრ ფოტოებს ალბომი ვეღარ იტევს და ემოციები ირევიან.
მე და შენ სევდამდე ნაცრისფერი მაგრამ ერთად.
ხელისგულებით გამთბარი სული,თითების საუბარი.
ერთად შენი ბეწვის ხიდზე რომელზე სიარულიც უფრო მეჩემება.
ერთად შენ სიტყვებთან
,, ხელისგულზე გატარებდი მაგრამ თვითონ წავიქეცი”
აგიკვიატე!
აგიკვიატე!
აგიკვიატე!
აგიკვიატე!
დაგიჩემე!
****************
ცდები, როდესაც გგონია, რომ დედამიწა მრგვალია და მე არ მესმის შენი.

იანვარი 10, 2013 / შემოდგომისფერი

დგას გზაჯვარედინზე შენი სილუეტი და ჩემს პულსაციას განაგებს…

Favim.com-3700

ვერ ვიტან ვერ ვიტან როცა შენზე ვერ ვწერ
ვერ ვიტან როცა სიტყვები არ მემორჩილება და ჩვენ სიგიჟეს აბსტრაქტულ უაზრობამმდეც კი ვერ მივყავარ.
ვერ ვიტან როცა ერთი სიგარეტის ამარა ვათევ ღამეს.
როცა გზისგასაყართან მელოდები…მე მოვდივარ
და უბრალოდ მოვდივარ!
დგას გზაჯვარედინზე შენი სილუეტი და ჩემს პულსაციას განაგებს…
როცა შენი წარსული მაშინებს და მე არაფერი შემიძლია.
ვერ ვიტან ასეთ თოვლს ერთ დღეში რომ დნება,ტალახს და ნაგავს რომ ტოვებს.
და როცა ამ თოვლლს მე და შენ ვურევთ! ვთელავთ! ნაგვად ვაქცევთ!
მერე ტალახში დავაბიჯებთ და ვისვრებით.
გესმის? ვისვრებით და ვდგავართ ასე უსიტყვო გრძნობებთან.
ვერ ვიტან როოცა ამ ყველაფერს სიყვარულს არქმევ.
რომელი სიყვარულლი? რომელი რომანტიკა?
ჩვენი უსიტყვობა ხომ ამ ყველლაფერზე მეტია.
მეტი სიყვარულზე,მეტი არსებობაზე,მეტი სუნთქვაზე და მეტი სიტყვებზე.
ჩვენ ხომ ვიცით რა არის სიყვარული? სისულელე.
რა საერთო გვაქვს სისულელესთან..
მე მხოლოდ შემიძლია გიყურო და გითხრა რომ ცხოვრება ნაგავია,რომ შენ უნდა გაიქცე.
გაიქცე ამ სანაგვიდან და გაიქცე ჩემგან.
დატოვო ღიმილნარევი სიძულვილის ქალაქი და დამტოვო მეც.
გესმის?
გესმის,რომ მე მინდა ოცნებებს გაეკიდო? რომ აქ მხოლოდ სიკვდილია გამოსავალი.
გესმის?თუ როგორ მინდა ფრენისგან დაიღალო და ღიმილმა ნაოჭები გაგიჩინოს.
ბედნიერებისგან დაიქანცო და ახდენილი ოცნებები ვეღარც კი დაითვალო.
გაიქეცი რა,ისე რომ უკან არ მოიხედო.აქ მე ვდგავარ და გიყურებ როგორ მიდიხარ იქ სადაც ოცნებებს ახდენის პერსპექტივა აქვთ.
მე კი სად მაქვს იმდენი ძალა რომ თავად მიგატოვო…
მოგატყუო ვითომ არ მჭირდები.
შენ ხომ ისედაც კარგად იცი ,,მიმიფურთხებია ყველა მზიან დღისთვის, სადაც მე და შენი ჩრდილი ერთად არ ეცემა”

დეკემბერი 23, 2012 / შემოდგომისფერი

ჩვენ ხომ ვიცით პოლ,შენნაირად ელეგანტურად ვერავინ აფრენს

alone-boy-hair-young-Favim.com-131403

ხანდახან ისე მინდა ხმამაღლა ვიყვირო,
ვიყვირო,რომ ჩემი ფრთები შენ გაქვს,აქ კი წვიმებია და მე ყელამდე ნაგავში მშვიდად ველი გამოდარებას.
შენ ხომ განცდები გულის ჯიბით წაიღე (ფიზიოლოგიურად თუ ვიმსჯელებთ შენც გავქვს ზემოთხსნებული ,,გული”
წაიღე ყველა ფერი და ცისარტყელა ჩამოხიე ციდან.
მე კი გთხოვ,არა კი არ გთხოვ მოვითხოვ-წართმეული განცდები დამიბრუნე!
********
ჩვენ ხომ ვიცით არა? უბრალოდ შენნაირად ელეგანტურად ვერავინ აფრენს,ისიც ხომ კარგად ვიცით-არსება ხარ სახელად პოლი,რომელიც სიგიჟეს აეკიდა,ან პირიქით სიგიჟე აგეკიდა პოლ ))
ჩვენ ხომ ვიცით-შენთვის გიჟის პერანგი ყველაზე კომფორთული სამოსია,როგორც სხეულის ასევე სულის.
გოლდმუნდი არა ნარცისი ხარ.(ოღონდ ჰერმან ჰესე არაფერ შუაშია.)
ჩვენ ხომ ვიცით შემდეგ ცხოვრებაში შენ ისევ პოლი იქნები.
იცი? მე მიყვარს როცა ადამიანს გიწოდებ,შენ კი თავს შეურაწყოფილად გრძნობ და მეც მახსენდება რომ შენ სხვა განზომილება ხარ.
იცი პოლ? მე ისიც მიყვარს,როცა ერთად ვეწევით ჩვენ საყვარელ სიგარეტს და ასევე საყვარელ ოცნებებს.
ფრენის ოცნება…
ფრთების სურვილი…
ბეღურად ყოფნის ბედნიერება…
შენ ხომ იცი ასე ოცნებებს სხვაგან არ ეწევიან,არც ალუბლები უფეთქდებათ საგიჟეთის ბაღში და არც სხვა ფსიქოლოგებს ცნობს კარისკაცი ისევე როგორც მე-პოლის ყველაზე ხშირ სტუმარს.
მიყვარს ის მომენტი როდესაც ვტოვებ შენს სამყაროს და ზურგს შენი მზერა მწვავს
უკან არასდროს ვიხედები,თორემ ხომ იცი წასვლას გადავიფიქრებ.
მეიმედები-და საკუთარ თავს დავცინი, ,,პოლის იმედი” რა უცნაური სიტყვებია
სად შენ და სად იმედი
სად მე და სად ბედნიერება.
სად ეს ქალაქი და სად სიყვარული.
(ან რა შუაშია აქ საერთოდ სიყვარული)
ოცნებებია.
ეს ის ოცნებებია რომელსაც ახდენა არ უხდება.
*********
მე ისევ ვწერ,შენ ისევ მიგებ (ალბათ ანგარიში მილიონით-ერთია)
P.s ვიცი,ახლა ამას კითხულობ და იღიმი

დეკემბერი 8, 2012 / შემოდგომისფერი

მსოფლიოს მერვე საოცრება

Madhu

არ მაკვირვებს მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან არცერთი.
არა,არც იმ ქალის შიშველი სხეული,
არც შენზე შეყვარებული უიღბლობა,
არც დღეები მოგონებებს რომ არ ტოვებენ
და არც ის გრძნობები ოდესღაც განსაზღვრებები,რომ ვერ მოვუძებნეთ.
მაკვირვებს ერთადერთი მხოლოდ ის რომ შენს უჩემო არსებობას ცხოვრება დაარქვი

ოქტომბერი 15, 2012 / შემოდგომისფერი

მიმიფურთხებია ყველა ოქროს გზისთვის თუ მას ერთად არ გავივლით

ცდები,
ცდები, როდესაც გგონია, რომ დედამიწა მრგვალია და მე არ მესმის შენი.
ცდები, როდესაც გგონია, რომ უშენობას მოაქვს ბედნიერება.
ცდები, როდესაც წვიმაში დგახარ და გაციების არ გეშინია.
ცდები, ოცნებებთანაც,როდესაც მათ ტოვებ.
მიმიფურთხებია ყველა ,,ბედნიერი” რეალობისთვის,სადაც შენი სიგარეტის კვამლი არ ტრიალებს,სადაც მე და შენ ღიმილს არ ვიყოფთ,
სადაც შენი დაკარგვის არ მეშინია.
მიმიფურთხებია ყველა ოქროს გზისთვის თუ მას ერთად არ გავივლით,
მე შენს ბეწვის ხიდზე სიარული უფრო მეჩემება.
მიმიფურთხებია ყველა ღამისთვის სადაც მშვიდად მძინავს და ძილში არ მახსოვს თუ როგორ მენატრები.
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა მზიან დღეს თუ იქ მე და შენი ჩრდილი ერთად არ ეცემა,თუ შენი თითები ჩემსას არ ათბობს.
თუ შენი ტკივილი ჩემი არაა,თუ შენს თვალებში ჩემს თავს ვეღარ ვხედავ.
რა აზრი აქვს ფრთების ყიდვას თუ ერთად არ ვიფრენთ,თუ წვიმის შემდეგ ცისარტყელა არ გამოვა ცაზე.
რა აზრი აქვს ისეთ დღეს სადაც მე შენ არ დაგელოდები,
მიმიფურთხებია ყველა მორალის მკითხველისთვის,როცა მხოლოდ შენი სიტყვები მესმის,როცა ჩემთვის შენ ბედნიერების სინონიმი ხარ.
როცა ის ხარ,ვინც სხვა ვერ იქნებოდა და ისე მჭირდები,როგორც სხვა ვეერ დამჭირდებოდა.
ის ხარ ვის ღიმილზეც სამყაროს დავთმობ და დავივიწყებ რომ უკანასკნელი ეგოისტი ვარ.
ვისაც არ მეშინია ვუთხრა რომ ზოგჯერ სუსტი და უარაფრო არსება ვარ,ფრენის ოცნებას აყოლილი.
ის ხარ ვისთვისაც არასდროს არაფერი მითქვამს და სწორედ ამიტომ ყოველთვის ყველაფერი იცის.
ვისთანაც ვბავშვდები ვიბნევი და მავიწყდება,რომ თოვლის ბაბუა მხოლოდ მითია.
ამიტომ მიმიფურთხებია ყველასთვის და ყველაფრისთვის სადაც არ ხარ შენ…..
ყველა ოქროს გზისთვის თუ იქ ერთად არ წავალთ….